Thumbnail

'პაკიაოსთან წაგებამ ცხოვრება დამინგრია' იხსენებს რიკი ჰატონი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'ჰიტმენ ჰატონი' კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს
  • პაკიაოსთან მარცხი, მეივეზერი და ცუდი პერიოდი მანჩესტერელის ცხოვრებაში...

"ფეხებზე მეკიდა ჩემი არსებობა..." ამბობს მანჩესტერის სიამაყე და სიტის დიდი ქომაგი. "პაკიაოსთან მარცხის შემდეგ გავტყდი და თითქმის 1 წელი სახლიდან არ გამოვსულვარ."

რიკი ჰატონი მენი პაკიაოსთან 2009 წელს, საშინელი ნოკაუტით დამარცხდა. "ბრძოლის შემდეგ ისეთი გატეხილი ვიყავი, რომ ყველას ვეჩხუბე..."

"განსაკუთრებით მამაჩემს და ეს შემდეგ ძალიან ცუდად მხდიდა. საკუთარ მშობელს ჩემ დარბაზთან ჩავლილს რომ ვუყურებდი. პაკიაოსთან ჩხუბის შანსი მივიღე და 2 რაუნდში გავანიავე, ამას ჩემ თავს ვერ ვპატიობდი..."

ფილიპინელთან ბრძოლამდე, ჰატონი 2007 წელს ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა და 'დაუმარცხებელის' სტატუსი და რეკორდი დაკარგა. ამერიკელთან მარცხიც მისი კარიერისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა.

"ფლოიდთან მარცხიც საშინლად განვიცადე, ქალაქში ხალხს თვალს ვერ ვუსწორებდი - მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევადაც მრცხვენოდა გასვლა."

დეპრესიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას, ჰატონი თანქალაქელ მოკრივეს, ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსანს - ტაისონ ფიურის უზიარებს "ტაისონმა უნდა გაითავისოს, რომ როცა კრივი მიდის შენგან, დამთავრდა, ვერაფერს შეცვლი, უნდა შეეგუო და შენც შეიცვალო."

"იმედია მომბაძავს და ამ ყველაფერს სწორად მიუდგება" რიკი 'ჰიტმენ' ჰატონი დღეს საკუთარ დარბაზს მართავს, სადაც უამრავი ადგილობრივი მოკრივე გადის წვრთნებს.

ხოლო ტაისონ ფიური ივლისში კრივს დაუბრუნდა, როდესაც მანჩესტერში ალბანელი სეფერ სეფერი დაამარცხა. 'ჯიპსი კინგი' დეკემბერში კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ბრძოლას, ამერიკელი დაუმარცხებელი მოკრივის - დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გენადი გოლოვკინი
  • კანელო ალვარესი

კომენტარები

ბოლო ამბები