Thumbnail

ბარსა: კოუტინიოს ნაცვლად ტოტენჰემის ვარსკვლავი?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

თუ ბარსელონა ფელიპე კოუტინიოს გადაბირებას ვერ შეძლებს, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები მიზანს ტოტენჰემისკენ მიმართავენ.

ბარსელონა კოუტინიოს ალტერნატივაზე ფიქრობს. ესპანური გაზეთის, “სპორტის” ინფორმაციით, ბარსას სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი სამშაბათს მადრიდში იმყოფებოდა, სადაც რეალისა და ტოტენჰემის მატჩს დაესწრო და ინგლისური კლუბის ერთ-ერთ ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს აკვირდებოდა.

დანიელი შემტევი ნახევარმცველი ტოტენჰემის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომელიც ბარსას, წესით, იდეალურად უნდა მოერგოს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, კლუბებს შორის პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა. თუკი ლივერპული კოუტინიოს ბარსელონაში არ გაუშვებს, კატალონიელებისთვის ერიკსენი მისი ნომერ პირველი ალტერნატივა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები