Thumbnail

‘ამიტომ არ ვთქვი არაფერი იოზილზე!’ - თვითკრიტიკულმა ჰუმელსმა ლიოვი დაიცვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მატს ჰუმელსმა მესუთ იოზილის სკანდალზე პირველად ისაუბრა
  • გერმანიის ნაკრების მცველის თვითკრიტიკული განცხადება

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და დაცვის ბურჯმა მატს ჰუმელსმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩის წინ თვითკრიტიკული განცხადება გააკეთა - მან თქვა, რომ მესუთ იოზილის სკანდალში უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო.

“ერდოღანთან გადაღებული ფოტოს შესახებ, რა თქმა უნდა, გუნდშიც ვსაუბრობდით, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ეს ამბავი გერმანიის ნაკრების შედეგებზე იმოქმედებდა. ახლა ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ასეთი მიდგომა შეცდომა იყო,” - განაცხადა 29 წლის მცველმა “კიკერთან” ინტერვიუში.

გარდა ამისა, ჰუმელსი შეეცადა, აეხსნა, რატომ არ აკეთებდა კომენტარს იოზილის ნაკრებიდან სკანდალურად წასვლის შესახებ: “იოზილმა მხოლოდ ერთი წინადადებით კი არ თქვა, რომ ნაკრებიდან მიდიოდა, არამედ ძალიან გრძელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც არაერთი თემა წამოჭრა. ვფიქრობდი, რომელ თემაზე გამეკეთებინა კომენტარი - ჯამში ალბათ 6-7 საკითხი იყო წამოჭრილი,” - განაცხადა ჰუმელსმა.

'სპორტული თვალსაზრისით ბევრი პრობლემა გვქონდა, რაზეც ვლაპარაკობდით კიდეც, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უფრო მეტი უნდა გველაპარაკა'

ჰუმელსი, რომელსაც ბუნდესგუნდში 66 მატჩი აქვს ჩატარებული, მიიჩნევს, რომ გუნდში შექმნილ პრობლემებზე უფრო მეტი უნდა ესაუბრა: “სპორტული თვალსაზრისით ბევრი პრობლემა გვქონდა, რაზეც ვლაპარაკობდით კიდეც, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უფრო მეტი უნდა გველაპარაკა,” - ამბობს ჰუმელსი და დასძენს, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ერთი წამითაც კი არ უფიქრია: “პირიქით, ზაფხულში განვითარებულმა მოვლენებმა მოტივაცია გამიორმაგა.”

ბაიერნის და გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზის ლიდერი დარწმუნებულია, რომ იოახიმ ლიოვი ბუნდესგუნდს ისევ აიყვანს იმ სიმაღლეზე, როგორსაც გერმანული ფეხბურთი იმსახურებს. მისი თქმით, იოგის ოდნავადაც არ დაუკარგავს ავტორიტეტი...

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს საქართველოს ნაკრები?

  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ვერ გაიტანს

კომენტარები

ბოლო ამბები