Thumbnail

საკალათბურთი სუპერლიგა: ტიტებმა სამი ლეგიონერი დაიმატეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სუპერლიგის დებიუტანტი სამი ლეგიონერით გაძლიერდა
  • ტიტებმა ორი ამერიკელი კალათბურთელი და კაბო ვერდეს ნაკრების მოთამაშე დაიმატა

სუპერლიგის დებიუტანტი კლუბი, ტიტები სამი ლეგიონერით გაძლიერდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგაში გადმოსასვლელი პლეი ოფის სერია სოხუმს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო, რის შემდეგაც სუპერლიგისთვის გაძლიერებაზე ფიქრი დაიწყო.

კლუბმა დენი აფჩერჩი, როდ მილსი და ჟოელ ფრეიტას ალმეიდა დაიმატა.

აფჩერჩი ამპლუით გამთამაშებელია. წინა სეზონში New Haven კოლეჯის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა.

საშუალო მონაგარი: 19 ქულა, 7 ასისტი და 5 მოხსნა.

როდ მილსი მძიმე ფორვარდია, 2014-2018 წლებში NCAA-ს ჩემპიონატის, მაიამის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა.

ჟოელ ფრეიტას ალმეიდა - ყველაზე გამოცდილი ლეგიონერია, საქართველოში გადმოსვლამდე პორტუგალიის უმაღლესი ლიგაში თამაშობდა - ლუსიტანიაში.

2013 წელს პორტუგალიურ გიმარაეშთან ერთად ქვეყნის თასი მოიგო. ჟოელი კაბო ვერდეს ნაკრების წევრიც არის, მას აფრიკის თასზეც უთამაშია.

კლუბის გენერალური მენეჯერის, გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გუნდი კიდევ რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები