Thumbnail

ხარაიშვილის ეფექტური გოლი შვედეთში, ქართველმა ფეხბურთელმა კუთხურიდან გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიოტებორგი 2:1 ოსტერსუნდი
  • გიორგი ხარაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა
  • ხარაიშვილის მეოთხე გოლი მიმდინარე სეზონში

შვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა საკუთარ მოედანზე ოსტერსუნდს 2:1 მოუგო. ხარაიშვილმა მატჩის 21-ე წუთზე კუთხურიდან გაიტანა გოლი. 4 წუთში დენის ვიდგრენმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში, ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ, საკორმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. ხარაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო გიოტებორგმა ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 22 ქულა აქვს და მე-19 ტურში ნორჩიოპინგს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები