Thumbnail
  • სტანდერმა მიუნსტერში დარჩენა გადაწყვიტა.
  • მონპელიეს საოცარი შემოთავაზება.
  • კონტრაქტი 2021 წლამდე გახანგრძლივდა.

ირლანდიის ნაკრების მორაგბემ სი ჯეი სტანდერმა სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი მიუნსტერთან. ირლანდიელი მორაგბე გუნდში 2021 წლამდე დარჩება. ის კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ სტანდერს შემოთავაზება მონპელიესგან ჰქონდა. ფრანგული კლუბი ირლანდიის ნაკრების მორაგბეს წელიწადში მილიონ 260 ათას ევროს სთავაზობდა.

სი ჯეი სტანდერი : ''მე და ჩემმა მეუღლემ აქ ყოფნისთვის დიდი მსხვერპლი გავიღეთ. არ ვაპირებ წასვლას, რადგანაც ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა მიუნსტერში და ირლანდიის ნაკრებში თამაში.''

სტანდერს სამხრეთ აფრიკის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ხოლო ირლანდიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი უელსთან 2016 წელს გამართა. ამ დროის განმავლობაში, მან ნაკრებში 18 კეპი მოიხვეჭა. რაც შეეხება კლუბს, აქ მისი შედეგი 105 შეხვედრაში 32 ლელოა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები