Thumbnail
  • უეფა 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს
  • გულშემატკივრებმა 11 გოლიდან საუკეთესო 27 აგვისტომდე უნდა შეარჩიონ
  • რჩეულ გოლებს შორის კრიშტიანო რონალდოს "მაკრატელაც" მოხვდა

უეფას ოფიციალურ საიტზე 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად ხმისმიცემა დაიწყო. 

გამოკითხვაში მხოლოდ ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ 11 ტურნირში გატანილი გოლები მონაწილეობს - თითო გოლი თითო ტურნირიდან, შორტ-ლისტი კი უეფას დამკვირვებლებმა შეადგინეს.

სეზონის საუკეთესო გოლის ავტორობისთვის, სხვებთან ერთად, კრიშტიანო რონალდოც იბრძვის. უეფამ პორტუგალიელი ფეხბურთელის მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჯანლუიჯი ბუფონისთვის ამ გაზაფხულზე გატანილი "მაკრატელა" გამოარჩია. შეგახსენებთ, რომ მაშინ რონალდო რეალის ღირსებას იცავდა და გოლი თავის მომავალ კლუბს - იუვენტუსს გაუტანა.

ხმისმიცემა უეფას ოფიციალურ საიტზე 27 აგვისტომდე გასტანს. გამარჯვებული ამავე დღეს მოგვიანებით გამოცხადდება.

ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ რონალდოს გოლს გარეთ ბეილის გოლი სჯობდა. აი, ისიც:

ყველა პრეტენდენტი

ლუსი ბრონზი (ლიონი 1:0 მანჩესტერ სიტი)
ქალთა ჩემპიონთა ლიგა, ½ ფინალი, 29.04.18

ოლგა კარმონა (შვეიცარია 0:2 ესპანეთი) 
19-წლამდე გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპი, 21.07.18

ელისანდრო (სპორტინგი 2:5 ინტერი) 
ფუტსალი, უეფას თასი, ფინალი, 22.04.18

ელიოტ ემბლტონი (თურქეთი 2:3 ინგლისი) 
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპი, 17.07.18

კრისტიან ერიკსენი (ირლანდია 1:5 დანია) 
მუნდიალის ევროპული საკვალიფიკაციო, პლეი ოფი, 14.11.17

პაულუ ეშტრელა (პორტო 5:1 ბეშიქთაში)
უეფას ახალგაზრდული ლიგა, ჯგუფური ეტაპი, 13.09.17

ევა ნავარო (გერმანია 0:2 ესპანეთი) 
17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, ფინალი, 21.05.18.

დიმიტრი პაიე (მარსელი 5:2 ლაიპციგი) 
ევროპალიგა, ¼-ფინალი, 12.04.18

გონსალუ რამუში (სლოვენია 0:4 პორტუგალია) 
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიოანტი, ჯგუფური ეტაპი, 07.05.18

რიკარდინიო (პორტუგალია 4:1 რუმინეთი) 
ფუტსალის ევრო, ჯგუფური ეტაპი, 31.01.18

კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი 0:3 რეალი) 
ჩემპიონთა ლიგა, ¼ ფინალი, 03.04.18

უეფას სეზონის საუკეთესო გოლის ავტორები წინა წლებში:

2015: ლიონელ მესი

2016: ლიონელ მესი

2017: მარიო მანჯუკიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები