Thumbnail

პსჟ 100 მილიონ ფუნტს ამზადებს - პარიზელები ტოტენჰემის ლიდერს არ ეშვებიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ს 26 წლის ნახევარმცველის კრისტიან ერიკსენის გადაბირება სურს
  • ფრანგული კლუბი აპირებს, ტოტენჰემს მომხიბვლელი წინადადებით მიმართოს
  • ლონდონური კლუბი დანიის ნაკრების ფეხბურთელს იოლად ვერ შეელევა

ტოტენჰემ ჰოთსპურის ნახევარმცველის კრისტიან ერიკსენის გადაბირებით საფრანგეთის ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი კვლავ ინტერესდება.

როგორც Daily Express იუწყება, ფრანგული კლუბი, რომელიც დანიის ეროვნული ნაკრების 26 წლის ლიდერის გადაბირებაზე კარგა ხანია ფიქრობს, ამჯერად მზადაა, ტრანსფერზე ლონდონელებს წინადადებით მიმართოს. საუბარია 100 მილიონი ფუნტის (112 მლნ ევრო) შეთავაზებაზე. 

სხვა საქმეა, რომ ტოტენჰემი ერიკსენს იოლად არ შეელევა. ცნობილია, რომ ამჟამად ლონდონური კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანაგრძლივებაზე თათბირობს, შეთანხმება კი პარიზელებს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია და ახლა პრემიერლიგის კლუბებს აგვისტოს ბოლომდე ფეხბურთელების მხოლოდ სხვა ჩემპიონატებში გაყიდვა შეუძლიათ, სადაც ფანჯარა თვის ბოლოს იხურება. ტოტენჰემი პრემიერლიგის ერთადერთი კლუბია, რომელმაც ამ ზაფხულს არავინ დაიმატა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კი კლუბის მფლობელს მოთამაშეების შენარჩუნება კატეგორიულად მოსთხოვა, რადგან იანვრამდე ვეღარავის იყიდის.

კრისტიან ერიკსენი ლონდონის ტოტენჰემში ამსტერდამის აიაქსიდან 2013 წელს გადავიდა.

დანიელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 37 მატჩში ითამაშა, გაიტანა 10 გოლი და შეასრულა 10 საგოლე პასი. ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში არსენალთან (2:1) მან შეუცვლელად ითამაშა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერიკსენს მადრიდის რეალი ლუკა მოდრიჩის პოტენციურ შემცვლელად განიხილავდა, რომლის გადაბირებით ინტერი იყო დაინტერესებული.

გამოკითხვა

ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონატის ბობმარდირი?

  • ედინსონ კავანი
  • ნეიმარი
  • კილიან მბაპე
  • მარიანო დიაზი
  • ფალკაო
  • მემფის დეპაი
  • ნაბილ ფეკირი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები