Thumbnail
  • ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში ბარსელონამ სევილია დაამარცხა
  • გამარჯვების გოლი უსმან დემბელეს ანგარიშზეა
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია

ბარსელონა 2:1 სევილია

გოლები: 0:1 სარაბია (9), 1:1 პიკე (42), 2:1 დემბელე (78)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ნელსონ სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა - რაფინია (46. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, არტური (53. კოუტინიო) - მესი, სუარესი, დემბელე (86. ვიდალი).

სევილია (3-5-1-1): ვაცლიკი - მერკადო (85. ბენ იედერი), კიაერი, სერხი გომესი - ხესუს ნავასი, ბანეგა, როკე მესა, სარაბია (71. ვიდალი), ესკუდერო - ვასკესი - მურიელი (60. ანდრე სილვა).

ესპანეთის სუპერთასი მაროკოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ტანჟერში გათამაშდა - ბარსელონამ სევილია 2:1 დაამარცხა და სუპერთასს მეცამეტედ დაეუფლა. კატალონიელთა მხრიდან მატჩს ორი გმირი ჰყავდა - უსმან დემბელე, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და მეკარე ტერ შტეგენი, რომელმაც 91-ე წუთზე ბენ იედერს პენალტი აუღო.

პაბლო სარაბიამ სევილია ძალიან მალე, მე-9 წუთზე დააწინაურა, მაგრამ კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრებმა პირველსავე ტაიმში მოახერხეს - გოლი პიკეს ანგარიშზეა, რომელმაც ბურთი კარში ლეო მესის ჯარიმის შემდეგ გადაგზავნა.

დემბელემ გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 86-ე წუთზე ბარსას თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მოედანზე არტურო ვიდალი შეუშვა - ასე შედგა ჩილელი ნახევარმცველის დებიუტი ბარსელონაში.

კომენტარები

ბოლო ამბები