Thumbnail

‘კლივლენდი ხვრელია, ამიტომაც წავიდა ლებრონი!’ - აიზია თომასმა ბოდიში მოიხადა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აიზია თომასმა ყოფილ გუნდ კლივლენდ კავალიერსს შეურაცხყოფა მიაყენა
  • მან ისიც თქვა, რომ კარგად ესმის ლებრონ ჯეიმსის, რომელიც კლივლენდიდან წავიდა
  • მოგვიანებით აიზიამ ბოდიში მოიხადა
აიზია თომასი

კლივლენდ კავალიერსიდან, ლეიკერსის გავლით, დენვერ ნაგეთსში გადასულმა აიზია თომასმა ყოფილი კლუბს და ქალაქს შეურაცხყოფა მიაყენა. 29 წლის გამთამაშებელმა ინსტაგრამის Live-ვიდეოში იმ ქალაქების შესახებ ისაუბრა, სადაც უთამაშია და როცა კლივლენდზე მივიდა, თქვა, რომ ეს “ხვრელი” და საძაგელი ადგილია, რის გამოც კარგად ესმის, რატომ გადაწყვიტაბ ლებრონ ჯეიმსმა გუნდის გამოცვლა.

თომასის ამ სკანდალურ ვიდეოს, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც NBA-ს ვასრკვლავი აიძულა, მოგვიანებით ბოდიში მოეხადა. ბოდიშის პოსტი მან ტვიტერზე გამოაქვეყნა, მერე კი, კიდევ ერთი ვიდეო დადო, სადაც იმაზე საუბრობს, რომ კლივლენდი საკმაოდ ნორმალური ქალაქია - უბრალოდ, შექმნილი სიტუაცია არ იყო საუკეთესოო.

შეგახსენებთ, რომ აიზია თომასი კლივლენდ კავალიერსში გასული სეზონის წინ, ბოსტონ სელტიკსიდან გადავიდა (კაირი ირვინგის თრეიდი), თუმცა ტრავმის გამო, თამაში მხოლოდ იანვრიდან დაიწყო. თომასმა ლებრონის გუნდში თავი ვერ გამოიჩინა, რის გამოც თებერვალშივე ლეიკერსში გაუშვეს, მერე კი დენვერში გადავიდა. სეზონის შემდეგ კლივლენდი თავად ლებრონმაც დატოვა - როგორც იცით, “მეფე” ლეიკერსში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები