Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ ბელარუსი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 32:24 ბელარუსი
  • საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში გალიდერდა

საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ბელარუსი დაამარცხა.

ფინეთთან დაძაბული მატჩის შემდეგ, ქართველმა ხელბურთელებმა ბელარუსებს ორივე ტაიმი მოუგო. ტიტე კალანდაძის გუნდი ორივე ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ 32:24 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა, გიორგი ცხოვრებაძემ საოცარი შედეგი დააფიქსირა. 32-დან 20 გოლი სწორედ გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა. ხუთჯერ გამოიჩინა თავი დავით ნიაზაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას, 13 აგვისტოს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები