Thumbnail

მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური რონალდოსგან - კრიშტიანო რონალდოს გარეშე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რონალდოს რჩეულთა შორის ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო, მაგრამ არის ლიონელ მესი
  • ბრაზილიის ნაკრების ექს-ფორვარდმა ფეხბურთის ყველა დროის 11 ვარსკვლავი ჩამოწერა
  • გუნდში 4 ბრაზილიელი და 4 იტალიელია 

დღეს ლეგენდარული ბრაზილიელი გოლეადორის, რონალდოს დაბადების დღეა - 'ფენომენი' 43 წლის გახდა!

მისი გრანდიოზული კარიერის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. გაგახსენებთ ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრების რონალდოსეულ ვერსიას. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა გუნდში არ შეიყვანა პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო. ამავდროულად, 11 საუკეთესოს შორისაა არგენტინელი ლიონელ მესი.

📋 მეტი ამ თემაზე:

რონალდომ ნაკრებში, საკუთარ თავთან ერთად, კიდევ სამი თანამემამულე შეიყვანა: მცველები კაფუ და რობერტო კარლოსი, ასევე - თავდამსხმელი პელე. რჩეულთა შორის ასევე ოთხი წარმომადგენელია იტალიიდან.

სრული ნაკრები ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, კაფუ, ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი, დიეგო მარადონა, ანდრეა პირლო, ზინედინ ზიდანი, ლიონელ მესი, პელე, რონალდო.

რონალდო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1994 და 2002 წლებში).

"კიჭამ" ევროპაში პსვ-ში, ბარსელონაში, ინტერში, რეალსა და მილანში ითამაშა, კარიერა კი კორინთიანსში 2011 წელს დაასრულა. 

რონალდო ფიფამ სამჯერ (1996, 1997 და 2002 წლებში) დაასახელა წლის ფეხბურთელად. France Football-მა "ოქროს ბურთი" ორჯერ (1997 და 2002 წლებში) მიაკუთვნა.

კომენტარები

ბოლო ამბები