Thumbnail
  • ენისეი 64:10 მეტალურგი - დავით კაჭარავას ლელო მეტალურგთან
  • კრასნი იარი 32:10 ყუბანი - გიორგი ფრუიძის ლელო ყუბანთან

რუსეთის სარაგბო პრემიერლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ენისეიმ საკუთარ მოედანზე მეტალურგი 64:10 გაანადგურა. შეხვედრის 32-ე წუთზე დავით კაჭარავამ მეტალურგის ჩათვლის მოედანში ლელო დადო.

კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ, გიორგი ფრუიძემ კრასნი იარისა და ყუბანის შეხვედრაში ლელოთი გამოიჩინა თავი. ფრუიძემ ყუბანს პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაუდო ლელო. ლაშა მალაღურაძემ ორი გარდასახვის გატანა მოახერხა. კრასნი იარმა კი მეტოქეს 32:10 მოუგო.

რუსეთის სარაგბო პრემიერლიგას ენისეი ლიდერობს. კაჭარავასა და გაჩეჩილაძის გუნდს რვა შეხვედრაში 36 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ლაშა მალღურაძისა და გიორგი ფრუიძის კრასნი იარია, რომელსაც 30 ქულა აქვს და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები