Thumbnail
  • 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი კარიერას სევილიაში გააგრძელებს
  • მცველი ანდალუსიური კლუბის ღირსებას 4 წლის განმავლობაში დაიცავს
  • ალეიშ ვიდალს სევილიასთან ერთად ევროპალიგა აქვს მოგებული

ახალ სეზონში ბარსელონაში ერთბაშად ორი ვიდალი არ ითამაშებს. მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნიდან ბარსელონაში ჩილელი არტურო ვიდალის ტრანსფერი დადასტურდა, ცნობილი გახდა, რომ კატალონიურ გუნდი ესპანელმა ალეიშ ვიდალმა დატოვა და სევილიაში დაბრუნდა.

ანდალუსიურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ, რომელთანაც კონტრაქტი 4 წლით გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ფეხბურთელში 8,5 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც კიდევ 2 მილიონი ბონუსების სახით შეიძლება დაემატოს. 

ვიდალი სევილიის ღირსებას 2014/15 წლების სეზონშიც იცავდა და ამ კლუბში ევროპალიგის გამარჯვებული გახდა. ის ბარსელონაში 2015 წლის ზაფხულში, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და კატალონიურ კლუბთან ერთად ორჯერ მოიგო ლა ლიგა, სამჯერ - ესპანეთის თასი და ერთხელ - ესპანეთის სუპერთასი.

მიუხედავად ამისა, ალეიშ ვიდალისთვის ბარსელონაში კარიერა არცთუ წარმატებული გამოვიდა. ბოლო სეზონში ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პრიმერას სულ ოთხ მატჩში გამოჩნდა, სულ კი 15 შეხვედრაში ითამაშა. 

კატალონიელ მცველს, სევილიისა და ბარსელონის გარდა, სხვადასხვა დროს ალმერიაში, მალიორკასა (მეორე გუნდი) და ხიმნასტიკში უთამაშია.

ალეიშ ვიდალს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სულ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული - 2015 წელს, კოსტა რიკასთან (10).

კომენტარები

ბოლო ამბები