Thumbnail

ინტერს პრობლემა აქვს - ვიდალი შეიძლება ბარსელონაში აღმოჩნდეს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არტურო ვიდალის ინტერში ტრანსფერი ჯერაც არ გადაწყვეტილა
  • ჩილელი ნახევარმცველის გადაბირება ბარსელონაშიც მოისურვეს
  • კატალონიურ გრანდში ვიდალი პაულინიოს შემცვლელად სჭირდებათ

სამშაბათს, თითქმის ყველა ევროპული სპორტული გამოცემა წერდა, რომ არტურო ვიდალის მიუნხენის ბაიერნიდან მილანის ინტერში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ახლა კი “მუნდო დეპორტივო” იუწყება, რომ ეს ასე სულაც არ არის და ჩილელი ნახევარმცველისთვის ბარსელონაც იბრძვის.

როგორც ირკვევა, ინტერში უკვე იციან, რომ ვიდალის გადაბირება ბარსელონასაც სურს. კატალონიურ გრანდში ჩილელ ნახევარმცველს პაულინიოს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კვლავ გუანჯოუ ევერგრანდეში დაბრუნდა.

არტურო ვიდალს ბარსელონაც ეპატიჟება

სამშაბათს ვრცელდებოდა ცნობები, რომ ვიდალი ბაიერნთან კონტრაქტს 2020 წლამდე გააგრძელებდა, მაგრამ ბავარიელები მას ინტერში გაანათხოვრებდნენ, 2019 წლის ზაფხულში კი მილანური კლუბი მას 18-20 მილიონ ევროდ საბოლოოდ გადაიბირებდა. Sky-ს ცნობით, ბარსას დაინტერესების შემდეგ, ვიდალის ფასი 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, ვიდალს ბარსელონაში თამაშის პერსპექტივა უფრო ხიბლავს, რაც ლოგიკურიცაა - მილანის ინტერს კი ბარსას სახით დაუმარცხებელი კონკურენტი გამოუჩნდა და პრობლემა აქვს. ფაქტი ერთია: 31 წლის ვიდალის ბაიერნიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. თვეებია, რაც მიუნხენურ გრანდში მისი გაყიდვა გადაწყვიტეს.

კომენტარები

ბოლო ამბები