Thumbnail

არტურო ვიდალი იტალიაში ბრუნდება | ბაიერნმა და ინტერმა გამოსავალს მიაგნეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნის ჩილელი ნახევარმცველი სერია A-ში იჯარით დაბრუნებასთან ახლოსაა
  • 31 წლის ფეხბურთელის დამატება მილანის ინტერს სურს

მილანის ინტერი მიუნხენის ბაიერნისა და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველის არტურო ვიდალის გადაბირებაზე მუშაობას აგრძელებს. თავის მხრივ, მიუნხენურმა კლუბმა "ნერაძურის" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მზადაა, 31 წლის ჰავბეკი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

მილანელებს ფინანსური პირობების გამო, ფეხბურთელის შეძენა უჭირთ, მაგრამ ბაიერნი მზადაა, ჩილელი იჯარითაც დათმოს, შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იუწყება.

არტურო ვიდალი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიუნხენურ კლუბში ჩილელმა სამჯერ ბუნდესლიგა მოიგო, ორჯერ - გერმანიის სუპერთასი და ერთხელ - გერმანიის თასი.

ვიდალმა გასულ სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

ნახევარმცველს სერია A-ში უთამაშია, 2011-15 წლებში ის ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავდა.

Transfermarkt ჩილელის სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები