Thumbnail
  • ლივერპულმა მანჩესტერ სიტის ამხანაგური მატჩი შემოუტრიალა
  • გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე სადიო მანემ გაიტანა
  • გვარდიოლას გუნდი ლეროი სანეს გოლით იგებდა

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, რომელიც აშშ-ში იმართება, ლივერპულმა მანჩესტერ სიტი 2:1 დაამარცხა. ნიუ იორკ ჯაიანტსისა და ნიუ იორკ ჯეტსის სტადიონზე, მერსისაიდელებმა გამარჯვების გოლი უკანასკნელ წუთზე გაიტანეს - იურგენ კლოპის გუნდს სადიო მანემ ზუსტად შესრულებული პენალტით მოაგებინა.

ლივერპულმა სადიო მანეს პენალტით მოიგო

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერსისაიდელთა გამარჯვება დამსახურებულია, რადგან ლივერპულმა მეტი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ სიტიმ ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. მიუხედავად ამისა, 57-ე წუთზე ლეროი სანემ მანჩესტერელები დააწინაურა.

სულ რაღაც 6 წუთში მოჰამედ სალაჰმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო - ეგვიპტელმა აშკარად თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, მაგრამ გოლი ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, რადგან გასულ პარასკევს, შაბათს და კვირას, ამ არენაზე ტეილორ სვიფტის კონცერტები გაიმართა.

კომენტარები

ბოლო ამბები