Thumbnail
  • ბენჟამენ პავარის გოლი საუკეთესოა
  • ფრანგმა კოლუმბიელ კინტეროსა და ხორვატ მოდრიჩს აჯობა

ფიფამ და Hyundai-მ ფანების გამოკითხვის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლად ბენჟამენ პავარის სუპერგოლი შეარჩიეს არგენტინის ნაკრების კარში. შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ ეს გოლი საფრანგეთი-არგენტინის (4:3) მერვედფინალურ შეხვედრაში გაიტანა. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონები 1:2 აგებდნენ, როცა ლუკა ერნანდესმა მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა, პავარის შორუელი დარტყმა მოუმზადებლად ძალზე ეფექტური იყო. სწორედ ამ გოლმა შეიტანა მატჩში გარდატეხა და საბოლოოდ ფრანგებმა მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.

მუნდიალის საუკეთესო გოლობაზე სულ 18 გოლი აცხადებდა პრეტენზიას. 22 წლის მცველის დარტყმამ 3 მილიონ გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა. მეორე ადგილზე გავიდა ხუან კინტეროს (კოლუმბია) საჯარიმო დარტყმა იაპონიის ნაკრების კარში. მესამეზე კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ლუკა მოდრიჩის (ხორვატია) გოლი არგენტინის ნაკრებთან შეხვედრაში.

პავარი გოლს იხსენებს

"ბურთი ოდნავ მაღლა ახტა და ჩემამდე ისე მოვიდა. მე არც კი ვფიქრობდი ამაზე, შევეცადე, რაც შეიძლება ისე დამეხვედრებინა ბურთისთვის ფეხი, რომ რაც შეიძლება დაბლა წასულიყო ბურთი. ფორვარდები ყოველთვის მუებნებიან, რომ ბურთი ასეთ შემთხვევაში იმავე მიმართულებით უნდა დაარტყა, საიდანაც მოდის, მეც ზუსტად ასე ვცადე. არ მეგონა, რომ გადიოდა და როცა ბურთი ბადეში დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი".

საინტერესო ფაქტები

სულ მუნდიალის 64 მატჩში 169 გოლი გავიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მუნდიალის გოლად ევროპელი ფეხბურთელის გოლი დასახელდა (2006 წლიდან ასახელებენ).

წინა გამარჯვებულები

2006 - მაქსი როდრიგესი (არგენტინა)

2010 - დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

2014 - ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

კომენტარები

ბოლო ამბები