Thumbnail
  • მაურო იკარდი რეალისთვის ისევ საინტერესო გახდა
  • ინტერში არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალი ისევ მიუბრუნდა მაურო იკარდის სავარაუდო ტრანსფერის თემას. კრიშტიანო რონალდოს რეალიდან იუვენტუსში წასვლის მერე ესპანური მედია პორტუგალიელის შემცვლელ სავარაუდო კანდიდატებს განიხილავეს და მილანის ინტერის არგენტინელი ფორვარდიც მათ შორისაა.

ახლახან ალვარო ოდრიოზოლას პრეზენტაციისას რეალის პტეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პირობა დადო, რომ კლუბში დიდი ტრანსფერები იქნება. იკარდის რეალში გადასვლა აქტუალური ზამთარში იყო, მოლაპარაკებებიც დაიწყო, თუმცა "სამეფო კლუბი" ზამთარში იშვიათად ხარჯავს ფულს, ასე რომ, მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა.

25 წლის იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ტურინის იუვენტუსმა 33 წლის კრიშტიანოს სანაცვლოდ გადაიხადა. რეალს ძალიან სჭირდება ფორვარდი, რომელიც საჯარიმოში ძალზე სახიფათოა, იკარდი კი სწორედ ასეთია. იკარდიმ ბოლო ორ სეზონში ჯამში 53 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები