Thumbnail

საკალათბურთო ჩემპიონთა თასი: თბილისის დინამო ბერძნულ არისს შეხვდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პირველი მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი 22 სექტემბერს
  • თბილისის დინამომ ევროთასებზე გასულ სეზონშიც იასპარეზა

შვეიცარიაში საკალათბურთო ჩემპიონთა თასის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქე ბერძნული არისი იქნება.

ბერძნულ გუნდთან მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი ფიბა-ევროპის თასზე გააგრძელებს ასპარეზობას. რაც შეეხება არისთან 2-რაუნდიან დაპირისპირებას, პირველი მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი პაექრობა 22 სექტემბერს.

გასულ სეზონში, თბილისის დინამო ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ ხუვენტუდთან დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაერთო, სადაც ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ქართული გუნდი ბულგარულ აკადემიკს, რუმინულ კლუჟს, თურქულ ისტამბულს დაუპირისპირდა და ყველა მატჩი დათმო.  

კომენტარები

ბოლო ამბები