Thumbnail
  • ირმა ხეცურიანის და ნინა თიბილაშვილის მორიგი წარმატება
  • ქართველმა პარამოფარიკავეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პარამოფარიკავეთა პრესტიჟული ტურნირები მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ირმა ხეცურიანმა, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. ასევე, მსოფლიო თასის არაერთგზის მფლობელია.

ხეცურიანმა ამჯერადაც ბრწყინვალედ იასპარეზა ხმლით ფარიკაობაში - საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგი მეტოქეები დაამარცხა: კალიუპი ლუფაკი (საბერძნეთი), ოლენა ფედოტა (უკრაინა), ირინა მიშუროვა (რუსეთი) და ქსიაო რონი (ჩინეთი). პლეი ოფში ქართველმა პარამოფარიკავემ ჯერ ელიჰ ელიჰი დაამარცხა (ინდონეზია), შემდეგ ნადია დოლინა (უკრაინა), ნახევარფინალში ტატიანა პოზნიაკი (უკრაინა) და ფინალურ შეხვედრაში ტაილანდელი სეისუნ იანა. შედეგად, ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

ირმა ხეცურიანის ფინალური პაექრობა

Warsaw. 07.07.2018. Wheelchair Fencing. World Cup. Irma Khetsuriani 1 place

Posted by Malkhaz Meskhi on შაბათი, 07 ივლისი, 2018

ვარშავაში გაიმართა 23-წლამდე პარამოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც ნინა თიბილაშვილმა მიიღო მონაწილეობა და ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ნინამ ჯგუფში შემდეგ მეტოქეებს სძლია: ელისა მოლტენი (იტალია), სოფია მაქსიმინი (საფრანგეთი), სოფია ბრაუნატო (იტალია), ელისა ზეფერინო (ბრაზილია), მატილდა პრეაფიციო (იტალია), ამელი დიონი (საფრანგეთი). ნახევარფინალში თიბილაშვილმა მაქსიმინს მოუგო, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაუნატოს და ოქროს მედალი მოიპოვა. მთლიანობაში, ქართველმა პარამოფარიკავეებმა ვარშავაში ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

ნინა თიბილაშვილის დაჯილდოვება

Posted by Malkhaz Meskhi on სამშაბათი, 10 ივლისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები