Thumbnail
  • 2017-2018 წლების სეზონში TOP 14-ში თერთმეტი ქართული ლელო დაიდო
  • შვიდი ქართველი მორაგბე, რომლებმაც TOP 14-ში თავი ლელოებით გამოიჩინეს

TOP 14-ის გასულ სეზონში შვიდმა ქართველმა მორაგბემ შეძლო ლელოს დადება: კახა ასიეშვილმა (3 ლელო), თამაზ მჭედლიძემ (2 ლელო), ზურა ჟვანიამ (2 ლელო) ვასილ ლობჟანიძემ, ვახტანგ ახობაძემ, მამუკა გორგოძემ და ლექსო ყაულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ TOP 14-ის პირველ ტურში ორი ქართული ლელო დაიდო. კახა ასიეშვილმა ლა როშელთან მოახერხა თავის გამოჩენა, თუმცა ბრივი პირველ შეხვედრაში 19:10 დამარცხდა. თამაზ მჭედლიძემ მონპელიესთან გამოიჩინა თავი. მჭედლიძემ სეზონში ორი ლელო დადო და ორივე მონპელის წინააღმდეგ.

კახა ასიეშვილის ლელო ლა როშელთან

თამაზ მჭედლიძის ლელო მონპელიესთან პირველ ტურში

თამაზ მჭედლიძის ლელო მეცხრამეტე ტურში მონპელიესთან

მეორე ტურში ვასილ ლობჟანიძემ მოახერხა თავის გამოჩენა. ლობჟანიძემ ლელო ლიონს დაუდო, თუმცა ბრივი მეორე ტურშიც დამარცხდა.

კახა ასიეშვილმა სეზონის მეორე ლელო ტულონთან დადო. მერვე ტურის შეხვედრაში ტულონმა ბრივს 41:24 მოუგო.

მე-12 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ორმა ქართველმა მორაგბემ შეძლო ლელოს დადება. ასიეშვილმა სეზონში მესამე და ბოლო ლელო დადო, ხოლო ვახტანგ ახობაძემ სეზონში პირველად გამოიჩინა თავი.

კახა ასიეშვილის ლელო ოიონასთან

ვახტანგ ახობაძის ლელო კლერმონთან

მამუკა გორგოძე ტრავმის შემდეგ ლელოთი დაბრუნდა. ქართველმა მორაგბემ 22-ე ტურში კლერმონთან შეძლო თავის გამოჩენა. ტულონმა მეტოქე 49:0 გაანადგურა.

მე-10 და 23-ე ტურში ზურა ჟვანიამ გამოიჩინა ლელოებით თავი. მე-10 ტურში სტად ფრანსემ ოიონას მოუგო, ხოლო 23-ე ტურში კლერმონი გაანადგურა. კლერმონმა მესამე ქართული ლელო მიიღო. მომავალი სეზონიდან ჟვანია ინგლისის პრემიერშიფში ითამაშებს.

ზურა ჟვანიას ლელო ოიონასთან

ზურა ჟვანიას ლელო კლერმონთან

TOP 14-ის ბოლო ტურში ლექსო ყაულაშვილმა შეძლო ლელოს დადება. ყაულაშვილმა სტად ფრანსეს წინააღმდეგ გამოიჩინა თავი. ლექსო მომავალი სეზონიდან ბორდოში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები