Thumbnail

სანვულვზმა შედეგი გააუმჯობესა! ქართველების გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანვულვზი 42:37 ბულსი
  • ჯაბა ბრეგვაძემ სამხრეთ აფრიკული კლუბის წინააღმდეგ 76 წუთი ითამაშა
  • სანვულვზი სუპერ რაგბის გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზეა

იაპონურმა სანვულვზმა სუპერ რაგბიში მორიგი შეხვედრა გამართა. ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე სამხრეთ აფრიკულ ბულსს უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. ჯაბა ბრეგვაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.

ბრეგვაძემ 76 წუთი გაატარა მინდორზე, ქართველი მორაგბე იუსუკე ნივაიმ შეცვალა. სანვულვზი შეხვედრას 2 ქულით აგებდა, როდესაც 76-ე წუთზე რაბონი ვოსაიაკომ გამარჯვების ლელო დადო, რომელიც პარკერმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 42:37.

სანვულვზის გამარჯვების ლელო

იაპონურმა კლუბმა სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო, რაც სანვულვზის საუკეთესო შედეგია ამ ტურნირზე ასპარეზობის ისტორიაში. ქართველების გუნდი კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს სუპერ რაგბიში - სანვულვზის მეტოქე ავსტრალიური კლუბები: ვარატასი და რედსი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები