Thumbnail
  • გერმანელმა მცველმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო
  • სებასტიან რუდს ცხვირი შვედეთთან მატჩისას გაუტყდა

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის - მარკუს ცორგის ცნობით, ნაკრების მცველმა - მატს ჰუმელსმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ჰუმელსმა შვედეთის ნაკრებთან მატჩიც გამოტოვა, რადგან ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა.

“ჰუმელსმა დღეს ვარჯიში დაიწყო. ის გუნდთან ერთადაა და სრულად იტვირთება. რაც შეეხება სებასტიან რუდს, რომელსაც შვედეთთან მატჩში სახეში ფეხი მოხვდა და ცხვირი გაუტყდა, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ კორეის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.

სხვა, მომდევნო მატჩებზე თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი რუდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. არ გამოვრიცხავ, მან დამცავი ნიღბით ითამაშოს” - ციტირებს ცორგს სააგენტო “ტასსი”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები