Thumbnail
  • გიორგი სულავა, ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი ბრინჯაოს პრიზიორები არიან
  • 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს შანსი

სტამბოლში გრძელდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი (U-23) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ჭიდაობდა, სამივე ბრინჯაოს მედლებისთვის და სამივემ იმარჯვა.

70 კილო წონით კატეგორიაში გიორგი სულავამ 7:3 აჯობა რუს რუსლან ბოგატირევს და კვარცხლბეკის მე-3 პოზიციაზე ავიდა. 

გიორგი სულავა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.

გიორგი სულავამ (70 კგ) რუსი რუსლან ბოგატირევი 7-3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 09 ივნისი, 2018

მოიგო ნიკა კენჭაძემაც (79), მან მასპინძელი მუჰამეთ კუჩუკილდირიმი დაამარცხა - 4:2. 

ნიკა კენჭაძე (79 კგ) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ნიკა კენჭაძე (79 კგ) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია, გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ მუჰამეტ კუჩუკილდირიმს 4-2 სძლია.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 09 ივნისი, 2018

გივი მაჭარაშვილმა, რომელიც ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, უკრაინელი ოლექსანდრ ბიკანოვი გააცამტვერა - 11:0. 

გივი მაჭარაშვილი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია.

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11-0 გაანადგურა უკრაინელი ოლექსანდრ ბიკანოვი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 09 ივნისი, 2018

დღეს კიდევ 5 წონით კატეგორიაში დაიწყო ტურნირი. თეიმურაზ ვანიშვილი (61) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ასევე ბრინჯაოსთვის უწევს ჭიდაობა ავთანდილ კენჭაძეს (74).

ირაკლი მწითური ოქროს შანსს ინარჩუნებს, იგი ფინალშია, სადაც აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს ხვდება. ნახევარფინალში მწითურმა შვეიცარიელი სამუელ შერერი დაამარცხა - 4:0. მძიმე წონაში (125) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს როლანდ ანდრიაძე, მისი მეტოქე ფინელი იერე ჰეინოა. 

ირაკლი მწითური ფინალშია

ირაკლი მწითურმა (92 კგ) შვეიცარიელ სამუელ შერერს 5-0 მოუგო და ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაეჭიდება. ხვალ 10 ივნისს ფინალურ ბლოკში, თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და როლანდ ანდრიაძე (125 კგ) ბრინჯაოსთვის მედლებისათვის იჭიდავებენ.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 09 ივნისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები