Thumbnail
  • დანიამ საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
  • მსოფლიოს ჩემპიონატი ნიკლას ბენდტნერის გარეშე მოსაწყენი იქნება
  • ოგე ჰარეიდეს გუნდის ლიდერი კრისტიან ერიკსენია

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ მუნდიალის (14 ივნისიდან 15 ივლისამდე) საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკლას ბენდტნერი 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. სკანდინავიელთა ცნობილი ფორვარდი გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. ბენდტნერს პეტიციამაც კი ვერ უშველა...

დანიელების ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტოტენჰემის შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი იქნება!

შეგახსენებთ, რომ ევროპის 1992 წლის ჩემპიონებმა 2014 წლის მუნდიალიც გამოტოვეს და ვერც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე იასპარეზეს. დანიის ნაკრების მეტოქეები ჯგუფში საფრანგეთი, ავსტრალია და პერუ არიან.

დანიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა მუნდიალზე:

მეკარეები: იონას ლიოსლი (ჰადერსფილდი), ფრედერიკ რიონოვი (ბრონდბიუ), კასპერ შმაიხელი (ლესტერი).

მცველები: ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი), ჰენრიკ დალსგაარდი (ბრენტფორდი), მათიას იორგენსენი (ჰადერსფილდი), სიმონ კიაერი (სევილია), იონას კნუდსენი (იპსვიჩი), იენს ლარსენი (უდინეზე), იანიკ ვესტერგაარდი (გლადბახი).

ნახევარმცველები: თომას დილეინი (ვერდერი), კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), მიკაელ კრონ-დელი (დეპორტივო), ვილიამ კვისტი (კოპენჰაგენი), ლუკას ლერაგერი (ბორდო), ლასე შიონე (აიაქსი).

თავდამსხმელები: მარტინ ბრეიტუეიტი (ბორდო), ანდრეას კორნელიუსი (ატალანტა), კასპერ დოლბერგი (აიაქსი), ვიკტორ ფიშერი (კოპენჰაგენი), ნიკოლაი იორგენსენი (ფეიენოორდი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), პიონე სისტო (სელტა).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები