Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: დინამო საქართველოს ჩემპიონია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისი 69:77 დინამო
  • თბილისურმა გუნდმა ტიტული შეინარჩუნა

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში საქმე მეხუთე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

საჩემპიონო მატჩმა სრულად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი - მთელი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და დასკვნითი მეოთხედის ბოლო წუთებამდე უცნობი იყო თუ ვინ გახდება ჩემპიონი…

პირველი მეოთხედი ქუთაისმა 23:21 მოიგო, მეორე მეოთხედში დინამომ მოუმატა და დიდ შესვენებაზე თბილისური გუნდი 2-ქულიანი უპირატესობით გავიდა, 41:39.

მესამე მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა, მატჩის ბედი კი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. 

გადამწყვეტ მომენტში დინამომ ბრწყინვალედ ითამაშა, 14-ქულიანი გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ, 8-ქულიანი უპირატესობით, 77:69 დაამარცხა მეტოქე

დინამოს რიგებში საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, რომლის აქტივში 27 ქულაა. ქუთაისის რიგებში 20 ქულით დეჟუან რაითი გამოირჩა. 

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ქუთაისის გადაჭედილ სპორტის სასახლეში ბრწყინვალე ატმოსფერო იყო და გულშემატკივრები მხურვალედ უჭერდნენ მხარს საყვარელ გუნდს. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტში დინამომ უკეთ წარმოაჩინა თავი და ტიტული შეინარჩუნა.

კომენტარები

ბოლო ამბები