Thumbnail

სუპერლიგის ფინალური სერია: ქუთაისმა გაათანაბრა, წინ კი გადამწყვეტი მატჩია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინალური სერიის მე-4 მატჩი: დინამო 55:63 ქუთაისი
  • ფინალური სერიის ანგარიში: დინამო 2:2 ქუთაისი

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში მეორედ გათანაბრდა და შედეგად, დაინიშნა მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი.

ფინალური სერიის მეხუთე მატჩი 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება

თბილისის დინამო სერიას 2:1-ს იგებდა და მეოთხე შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებდა.

ირაკლი ხოშტარიას გუნდს შინაური კედლები ვერ დაეხმარა - ამჯერად, ქუთაისმა გაიმარჯვა, 63:55.

სტუმრებმა კარგად ორგანიზებული თამაში აჩვენეს, განსაკუთრებით კი დაცვით ფაზაში. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დინამომ მხოლოდ 55 ქულა მოაგროვა.

პირველი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და დინამოს 3-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, 16:13. 

მეორე მეოთხედიდან ქუთაისმა მოიპოვა უპირატესობა და მატჩის ბოლომდე ინარჩუნებდა ლიდერობას. მესამე მეოთხედში კოტე ტუღუშის 20 ქულით გაიქცა და ნათელი გახდა, რომ გამარჯვებას აღარ გაუშვებდა ხელიდან.

დასკვნით მეოთხედში დინამომ გაიბრძოლა, შეამცირა სხვაობა და 55:63 წააგო.

ქუთაისის რიგებში ყველაზე შედეგიანი ბექა ბექაური იყო, რომლის აქტივში 15 ქულაა. შემდეგ მოდის დეჟუან ვრაითი 14 ქულით და აკაკი დვალიშვილი 10 ქულით. დინამოს 11 ქულით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები