Thumbnail
  • U16 სომხეთი 1:1 U16 საქართველო
  • U16 ლუქსემბურგი 2:2 U16 საქართველო

საქართველოს 15 და 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებმა გასვლითი ამხანაგური მატჩები გამართეს. ორივე გუნდმა ფრედ ითამაშა. 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ერევანში სომხეთს დაუზავდა, 1:1. ზვიად ჯელაძის შეგირდებიდან, ერთადერთი გოლი თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა.

U16 საქართველოს ნაკრებმა ერევანში შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

კაპანაძე, დევდარიანი, ხვადაგიანი, ლატარია, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, აზაროვი, სიჭინავა, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე, ღირდალაძე, ბეზერაშვილი.

U15 საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ესტუმრა და ფრედ ითამაშა, 2:2. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ირაკლი კვაშილავამ და ლუკა გაგნიძემ გაიტანეს. 

გიორგი ჩიტაურმა გუნდი ამ შემადგენლობით ათამაშა:

ასათიანი, ვაზაგაშვილი, ფერცულიანი, კვაშილავა, ზოსიაშვილი, გულიაშვილი, სიხარულაშვილი, სიჭინავა, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი, დეისაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, გაგნიძე, ონიანი, თელია.

კომენტარები

ბოლო ამბები