Thumbnail
  • ქუთაისი 77:71 დინამო
  • ქუთაისი 73:81 დინამო

საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერია მიმდინარეობს, რომელშიც ქუთაისი და თბილისის დინამო უპირისპირდებიან ერთმანეთს.

სერია 3 მოგებამდეა, ანგარიში კი ჯერჯერიბით ფრეა, 1:1 - ორივე მატჩი ქუთაისში გაიმართა.

პირველი მატჩი დინამოს სრული უპირატესობით დაიწყო: თბილისელები 11:0 გაიქცნენ, ერთი პერიოდი კი 19:4-ს იგებდნენ და 15-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ

მეორე მეოთხედიდან თამაშის სურათი შეიცვალა და ქუთაისმა ნელნელა აღმოფხვრა ჩამორჩენა, პირველი ნახევარი კი 40:37 დასრულდა თბილისელთა სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა, ქუთაისმა კი გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნითი მეოთხედის ბოლო წუთებში მოიპოვა და საბოლოოდ, 77:71 გაიმარჯვა.

ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში თბილისის დინამომ იძალა და გაათანაბრა ანგარიში.

ძირითადად თბილისელები იგებდნენ, თუმცა იყო მესამე პერიოდში მომენტი, როდესაც ქუთაისელებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს და 56:52 დაწინაურდნენ.

დინამოელებმა მცირე შესვენება კარგად გამოიყენეს და დასკვნითი მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარეს. შედეგად, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა 81:73 დაამარცხა მეტოქე.

დინამოს რიგებში 17-17 ქულით რეივენ ლი და კაელ ტურპინი გამოირჩნენ, 13 ქულა და 6 პასი მიითვალა აქტივში ლაველ ბოიდმა.

ფინალური სერია თბილისში გადაინაცვლებს - მესამე მატჩი 27 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება

 

კომენტარები

ბოლო ამბები