Thumbnail

ბომბდამშენი ხარაიშვილი | პირველი თამაში გიოტებორგის სასტარტოში, პირველი გოლი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ელფსბორგი 1:1 გიოტებორგი
  • გიორგი ხარაიშვილის პირველი სტარტი, პირველი გოლი

შვედეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გორგი ხარაიშვილის გიოტებორგი ელფსბორგს ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. 21 წლის ქართველმა პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და მან პირველი გოლი გაიტანა, ხარაიშვილმა ანგარიში გახსნა, გიორგი 79-ე წუთზე გამოცვალეს და მხოლოდ ამის მერე, მატჩის მიწურულს გაუშვა გიოტებორგმა ხელიდან გამარჯვება. 

ხარაიშვილმა მეტოქის მცველის მოგერიებული ბურთი მიიღო და უმალ გადაგზავნა მარცხენა კუთხეში. 
გიოტებორგს 13 ქულა აქვს, 24 მაისს ხარაიშვილის გუნდი იურგორდენს მასპინძლობს. 

აი, რას ამბობს ხარაიშვილზე ამერიკის ნაკრების და სიტის ფეხბურთელი მიქს დისკერუდი: "ყოველთვის ვეუბნები, რომ არ შეწყვიტოს კარისკენ დარტყმა. ვუყურებ გიორგის ვარჯიშებზე და ის საუკეთესოა გუნდში ამ კომპონენტში. შესვენებაზე ვუთხარი, რომ გაეგრძელებინა კარის "დაბომბვა" და აუცილებლად გაიტანდა. 

გიორგი ხარაიშვილი: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი გოლი გავიტანე და გუნდს დავეხმარე, მაგრამ ბოლოს 2 ქულა დავკარგეთ. ფეხბურთში ასეთები ხშირად ხდება.

"იმედი მაქვს, რომ ხარაიშვილს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. გიორგი გვიან შემოგვიერთდა, შემდეგ ნაკრებში იყო გამოძახებული და ადაპტაცია რთულია ასეთ პირობებში. ძნელია საქართველოდან შვედეთში გადმოსვლა, მაგრამ ხარაიშვილი უფრო იოლად იგებს, რა მოეთხოვება დაცვაში და რა შეტევაში.

ბოლო კვირებში ვარჯიშებდი ვატყობდი, პროგრესს, 21-წლამდელთა გუნდში კი გოლიც გაიტანა. ვიგრძენი, რომ ის მომწიფდა ძირითადი შემადგენლობისთვის და დღეს მან ჩემი სისწორე დაამტკიცა. ახლა ჩვენ გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა", - განაცხადა გიოტებორგის მწვრთნელმა პოია ასბაღიმ. 

კომენტარები

ბოლო ამბები