Thumbnail
  • ქუთაისი 3:2 რუსთავი
  • დინამო 3:1 მგზავრები

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალში თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სწორედ ეს გუნდები გადიან ფინალში ბოლო 3 წლის განმავლობაში და ტრადიცია არც მიმდინარე სეზონში დაირღვა…

ქუთაისი 3:2 რუსთავი

ქუთაისი-რუსთავის სერიაში საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. იმერლებმა სერიაში 1:2 ჩამორჩენის შემდეგ, ზედიზედ 2 მატჩი მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 85:79

ქუთაისი მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა რუსთავი ბოლომდე იბრძოდა და ინტრიგა ბოლო წუთამდე შენარჩუნდა. ყველაზე დიდი სხვაობა დასკვნითი მეოთხედის საწყის წუთებზე დაფიქსირდა, როდესაც ქუთაისი 15-ქულით გაიქცა.

მთლიანობაში, ქუთაისმა უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გავიდა ფინალში. გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი აკაკი დვალიშვილი იყო, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა აქტივში.

ქუთაისი 85:79 რუსთავი

დინამო 3:1 მგზავრები

მგზავრებმა რეგულარული ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა და ამ გუნდის ნახევარფინალში გასვლა სენსაცია იყო. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბუბა ბერიშვილმა აღნიშნა, მისმა გუნდმა პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა.

ამჯერად, სენსაცია არ შედგა - დინამო სერიაში 2:0 დაწინაურდა და ნათელი გახდა, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდი ფინალში იასპარეზებდა.

მგზავრებმა სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მე-4 მატჩი დინამოს გამარჯვებით დასრულდა და საქმეც მოთავდა, 3:1.

დინამომ უპირატესობით წარმართა გადამწყვეტი შეხვედრა და 11-ქულიანი სხვაობით, 72:61 დაამარცხა მეტოქე.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა აქტივში.

სუპერლიგის ფინალში დინამო და ქუთაისი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სერია 23 მაისს დაიწყება და 3 მოგებამდე გაგრძელდება

დინამო 72:61 მგზავრები

 

კომენტარები

ბოლო ამბები