Thumbnail

არეკნი ბოლო წამზე! ქართველების სანვულვზმა სუპერ რაგბიში მორიგი მატჩი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანვულვზი 26:23 სტორმერსი
  • ჯაბა ბრეგვაძის 9 წუთი
  • სანვულვზმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო

ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის სანვულვზმა სუპერ რაგბიში მე-11 შეხვედრა გამართა. იაპონელებმა სამხრეთაფრიკულ სტორმერსს უმასპინძლეს და მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. რედსის განადგურების შემდეგ, იაპონელებმა მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და ჰაიდენ პარკერის არეკნით მეტოქეს 26:23 მოუგეს.

სენსაცია! ქართველების გუნდის პირველი გამარჯვება სუპერ რაგბიში

პარკერის გადამწყვეტი არეკნი.

ჯაბა ბრეგვაძე შეხვედრაში შოთა ჰორის ნაცვლად 75-ე წუთზე ჩაერთო. ნიკოლოზ ხატიაშვილი განცხადში არ შეუყვანიათ. სანვულვზს 11 შეხვედრაში 2 მოგება აქვს და სუპერ რაგბის ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. იაპონელებს 10 ქულა აქვთ და მომდევნო მატჩს ავსტრალიური რებელსის წინააღმდეგ მართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები