Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: რუსთავი ფინალს მიუახლოვდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სუპერლიგაში ნახევარფინალური ეტაპი გრძელდება
  • რუსთავი 2:1 ქუთაისი

გრძელდება საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპი. რუსთავი-ქუთაისის სერიაში ანგარიში 1:1 იყო, მესამე მატჩი კი განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა.

რუსთავმა დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში 76:64 სძლია მეტოქეს და სერიაში 2:1 დაწინაურდა. ნახევარფინალური დუელი 3 მოგებამდე გრძელდება.

პირველი ნახევარი რუსთავმა 33:32 მოიგო, მესამე მეოთხედში კი ქუთაისის უპირატესობა გამოიკვეთა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც იმერული გუნდი 57:50-ს იგებდა. 

დარჩენილ დროში მოვლენები დრამატულად განვითარდა და ლიდერიც არაერთხელ შეიცვალა. შედეგად, ძირითადი დრო ფრედ, 63:63 დასრულდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

ოვერტაიმში ქუთაისი გატყდა, რუსთავმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, 12-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

გამარჯვებულ გუნდს ადამ ბლეიზეკმა და ტაირელ ნელსონმა ულიდერეს. ბლეიზეკის აქტივში 26 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩაჭრაა, ნელსონმა კი 22 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა აქტივში. 

სერია 3 მოგებამდეა, რუსთავი კი 2:1-ს იგებს

კომენტარები

ბოლო ამბები