Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: ქუთაისმა ანგარიში გაათანაბრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო 85:74 მგზავრები
  • ქუთაისი 90:70 რუსთავი

გრძელდება საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპი. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასულმა დინამომ მე-7-ადგილოსან მგზავრებს უმასპინძლა და 85:74 სძლია მეტოქეს.

დინამო თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა პირველ ნახევარში მგზავრები ინარჩუნებდნენ ახლო დისტანციას. მესამე მეოთხედიდან დინამოს უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, დასკვნითი მეოთხედის შუაწელს კი სხვაობამ 22 ქულას მიაღწია.

ნათელი გახდა, რომ დინამო გამარჯვებას აღარ გაუშვებდა ხელიდან და საბოლოოდ, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა 11-ქულიანი უპირატესობით სძლია მეტოქეს. შედეგად, დინამო სერიაში 1:0 დაწინაურდა.

დინამოს 24 ქულით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა, კაელ ტურპინმა კი 20 ქულა მოაგროვა.

დინამო 85:74 მგზავრები 

სერიის მეორე მატჩი გაიმართა ქუთაისი-რუსთავის დაპირისპირებაში. ქუთაისმა 90:70 სძლია მეტოქეს და გაათანაბრა ანგარიში, 1:1.

პირველი ნახევარი ძალიან დაძაბულად წარიმართა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ინტრიგა მატჩის ბოლომდე გასტანდა. თუმცა, მესამე მეოთხედიდან ქუთაისის უპირატესობა გამოიკვეთა და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა.

მესამე პერიოდი ქუთაისელებმა 27:7 მოიგეს, საბოლოოდ კი მეტოქე 20-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდის რიგებში, ყველაზე შედეგიანი იყო აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზე 18 ქულა და 11 მოხსნაა.

სერია რუსთავში გადაინაცვლებს - მესამე შეხვედრა 17 მაისს გაიმართება.

ქუთაისი 90:70 რუსთავი

 

კომენტარები

ბოლო ამბები