Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: პირველი ნაბიჯი ფინალისკენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მეორე მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 14 მაისს გაიმართება
  • 17 მაისიდან სერია რუსთავში გადაინაცვლებს

საკალათბურეთო სუპერლიგაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება. პირველ შეხვედრაში ქუთაისმა რუსთავს უმასპინძლა და 75:81 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი მასპინძლებმა ერთი ქულით მოიგეს, მეორე და მესამე მეოთხედები კი ფრედ დასრულდა. შესაბამისად, ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა.

ქუთაისელი გულშემატკივრების ზეწოლის მიუხედავად, დასკვნითი მეოთხედი უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს და საბოლოოდ, 6-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

რუსთავს ადამ ბლეიზეკმა ულიდერა, რომლის აქტივში 29 ქულა, 7 პასი და 7 ჩაჭრაა. შესანიშნავად ითამაშა ტაირელ ნელსონმა, რომელმაც 11-დან 11 საჯარიმო ჩააგდო და მთლიანობაში, 21 ქულას მოუყარა თავი.

მეორე მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 14 მაისს გაიმართება, 17 მაისს კი სერია რუსთავში გადაინაცვლებს

კომენტარები

ბოლო ამბები