Thumbnail

ტოჩინოშინი იაპონია-საქართველოს სარაგბო დაპირისპირების კეთილი ნების ელჩია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 23 ივნისს ბორჯღალოსნები იაპონიას ტესტმატჩისთვის ესტუმრებიან
  • იაპონელებმა ამ მატჩის ელჩად ლევან გორგაძე დანიშნეს

იაპონიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 23 ივნისს იაპონიაში გამართავი რაგბის ტესტ-მატჩის კეთილი ნების ელჩი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იქნება.

იაპონია - საქართველო

იაპონიაში საქართველოსთან სარაგბო დაპირისპირება 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იმართება და ამ დაპირისპირების ელჩად დაინიშნა ამ ქვეყანაში ყველაზე ცნობილი ქართველი, რომელიც ბაშოს დასრულების შემდეგ მრავალ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამ სარაგბო დაპირისპირებას უკავშირდება. 

ურთიერთშეხვედრებში იაპონია საქართველოს 4:1-ს უგებს

ტოჩინოშინი: ეს ჩემთვის დიდი პატივია

"ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ჩემი პირველი და მეორე სამშობლოების წარმომადგენელი ამ მატჩზე, რომელიც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს. ორივე ნაკრები ძალიან ახლოა ერთმანეთთან მსოფლიოს რეიტინგში. 

თუკი იაპონიაში ჩემი ქვეყნის შესახებ რაგბის დახმარებით კიდევ უფრო მეტს გაიგებენ, მე ბედნიერი ვიქნები".

კომენტარები

ბოლო ამბები