Thumbnail

მადლობა ვის? ჟირუს! ჩელსი ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩელსიმ ლივერპულს 6-ქულიანი თამაში მოუგო
  • იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა
  • შესაძლოა, ერთადერთი შანსი ფინალში რეალის დამარცხება იყოს
იურგენ კლოპი იმედგაცრუებულია

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ ლივერპულს ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის საგზურის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. 

რომასთან გადატანილი დრამატული საპასუხო მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგაში ჩელსისთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ჩელსიდან გამარჯვების გოლი ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ 32-ე წუთზე გაიტანა.

37 ტურის შემდეგ, ლივერპულს 72 ქულა აქვს და ჯერ კიდევ მე-3 ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს მე-4 პოზიციაზე მყოფ ტოტენჰემს და ახლა უკვე 3 ქულით მეხუთეადგილოსან ჩელსის. 

ოღონდ, საქმე ისაა, რომ ტოტენჰემს და ჩელსის კიდევ ორი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, ლივერპულს კი - ერთი (შინ, ბრაიტონთან). თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ თუ კლოპის გუნდი ფინალში რეალს დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ამ გზით მოიპოვებს.

ჩელსიმ ლივერპული ჟირუს გოლით დაამარცხა

გვარდიოლა აიტაცეს! სიტი ზეიმობს, ფანები ფერგიუსონზე ფიქრობენ

კომენტარები

ბოლო ამბები