Thumbnail

არმიამ ყოჩებს 101 ქულა გაუტანა და დიდ 10-ში დარჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არმია 45:26 ყოჩები
  • არმიამ ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 101 ქულა გაუტანა
  • არმია ისევ დიდ 10-ში, ყოჩები ისევ პირველ ლიგაში

დიდი ათის პლეი აუტის შეხვედრა გაიმართა არმიასა და ყოჩებს შორის. მატჩი არმიას გამარჯვებით 45:26 დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი მეტოქეს 31:7 მოუგეს, მეორე ნახევარში ოდნავ მოეშვნენ, თუმცა მატჩი მოიგეს და დიდ 10-ში დარჩენა გაინაღდეს.

არმიამ ორი მატჩის ჯამში ყოჩებს 101:43 მოუგო.
ფოტო: FB/DIDI10

არმია მომდევნო სეზონში ისევ საქართველს უმაღლეს სარაგბო ლიგაში იასპარეზებს. ბოლნისის ყოჩების მთავარი მიზანი კი პირველი ლიგაში პირველი ადგილის დაკავება და პლეი ოფის გარეშე დიდ 10-ში გადმოსვლა იქნება.

მატჩის სრული ჩანაწერი

კომენტარები

ბოლო ამბები