Thumbnail

დრამატული ფინალი - ქუთაისმა კაკტუსი დაამარცხა და საქართველოს თასი შეინარჩუნა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს თასის ფინალი: ქუთაისი 67:65 კაკტუსი
  • დაძაბული და დრამატული მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში

სანამ საკალათბურთო სუპერლიგაში პლეი ოფის მატჩები დაიწყება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა - ერთმანეთს ქუთაისი და კაკტუსი დაუპირისპირდნენ.

ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და დრამატული შეხვედრა ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა, 67:65. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდა.

პირველი პერიოდი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და კაკტუსის გამარჯვებით დასრულდა, 21:19. 

მეორე მეოთხედში ქუთაისის სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა - კოტე ტუღუშის შეგირდება მეოთხედი 21:10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე ქუთაისის 9-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა.

მესამე მეოთხედში ქუთაისის უპირატესობა გაიზარდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, როდესაც კაკტუსმა მკვეთრად მოუმატა და სხვაობის აღმოფხვრას შეუდგა.

კაკტუსმა ბოლო მეოთხედი 23:14 მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ქუთაისმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა საქართველოს თასი.

ქუთაისის რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯონათან ლი იყო, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა და მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის სტატუსი მიიღო. კაკტუსის რიგებში 18 ქულით კრისტიან ჯონსონი გამოირჩა

მატჩის შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შედგა, რასაც კომენტარები მოჰყვა…

კოტე ტუღუში (ქუთაისის მწვრთნელი):

“კაკტუსი ძალიან მებრძოლი გუნდია და ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ და საქართველოს თასი შევინარჩუნეთ. პირველ რიგში, მინდა ეს წარმატება ქუთაისს მივულოცო. მინდა მეტოქეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ბოლო წამამდე იბრძოლა და არ მოგვცა ამოსუნთქვის საშუალება. წინ სუპერლიგიოს პლეი ოფია და ეს მოგება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია”

ჯონათან ლი (ქუთაისი):

ძალიან მძიმე მატჩი იყო, რომელშიც დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან დაძააბული მატჩი იყო, რომლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შესანიშნავი გუნდი გვყავს და დავიმსახურეთ ეს მოგება”

აკაკი ლომოური (ქუთაისი):

“ძალიან დაძაბული თამაში იყო და ბედნიერი ვარ, რომ თასი შევინარჩუნეთ. ბოლომდე იბრძოლა კაკტუსმა, მაგრამ ღირსეულმა გაიმარჯვა. მადლობა გულშემატკივრებს და ვულოცავ მთელ ქუთაისს”

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):

“დღევანდელმა ფინამა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თითქოს ერთუი გუნდის უპირატესობა დიდი იყო და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ თამაში მოულოდნელი სცენარით განვითარდა. მთელი ტურნირის ნამდვილი მშვენება იყო ეს მატჩი და მინდა მივულოცო როგორც გამარჯვებულ ქუთაისს, ისე კაკტუსს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები