Thumbnail

115 მილიონი ევრო - პსჟ კიდევ ერთ მეგა-ტრანსფერს გეგმავს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პარი სენ-ჟერმენი ზაფხულში მორიგ გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს
  • პარიზელები ტოტენჰემის ვარსკვლავს უმიზნებენ

პსჟ-ს ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას, მაგრამ ფრანგული გრანდი მაინც ახალ მეგა-ტრანსფერებს გეგმავს. საქმე ისაა, რომ თუ პარიზული კლუბი ფეხბურთელებს გაყიდის, ფინანსურ ფეარ პლეის აღარ დაარღვევს, რის გამოც პსჟ უკვე გეგმავს რამდენიმე მოთამაშის გასხვისებას. მაგალითად, წასვლის ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ედინსონ კავანია.

რაც შეეხება პოტენციურ ახალწვეულებს. უახლესი ინფორმაციით, ფრანგული გრანდი ტოტენჰემის ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს უმიზნებს. ამის შესახებ “დეილი ექსპრესი” წერს. ხსენებულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ პსჟ მზადაა, ტოტენჰემს დანიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაუხადოს.

26 წლის ერიკსენი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ინგლისური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზში მას ნახევარდაცვის ახალ ლიდერად მოიაზრებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ: პსჟ-ს მისი შეძენის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რომელიმე ტოპ-მოთამაშეს გაყიდის.

კომენტარები

ბოლო ამბები