Thumbnail

კრივი შენი საქმე არ არისო - რიო ფერდინანდს ლიცენზიაზე უარი უთხრეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რიო ფერდინანდი პროფესიონალი მოკრივე ვერ გახდება
  • ყოფილ ფეხბურთელს ლიცენზია არ მისცეს

რიო ფერდინანდმა სექტემბერში განაცხადა, რომ პროფესიონალურ კრივში მიდიოდა, მაგრამ გეგმა ჩავარდა. როგორც ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა განაცხადა, მას პროფესიონალი მოკრივის ლიცენზია არ მისცეს. 

“იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს ძალიან რბილი ნათქვამია,” - ამბობს 39 წლის ფერდინანდი. მისი თქმით, ბრიტანეთის კრივის ფედერაციამ განუცხადა, რომ მისი მოთხოვა, პროფ-ლიცენზიის შესახებ, არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც 2015 წლის მაისში რიოს მეუღლე რებეკა ელისონი გარდაეცვალა, ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კრივმა გაიტაცა. ფერდინანდი ამბობდა, რომ კრივში ძალიან სერიოზული მიზნები არ ჰქონდა. რიოს უბრალოდ უნდოდა, რომ ცოტა ხნით პროფესიონალი მოკრივე ყოფილიყო.

P.S. ყაზახი მსოფლიოს ჩემპიონი გენადი გოლოვკინი შაბათს კარსონში (კალიფორნია) გამოცდილ ამერიკელს, წარმოშობით სომეხ ვანეს მარისტორიანს შეხვდება.

გამოკითხვა

ვის ირჩევ შენ?

  • გენადი გოლოვკინი
  • ვანეს მარტიროსიანი

კომენტარები

ბოლო ამბები