Thumbnail
  • კანადაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი გაიმართა პარაფარიკაობაში
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა
ნინა თიბილაშვილი

მონრეალში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი გაიმართა პარაფარიკაობაში. ქართველმა სპორტსმენებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჯამში 7 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც სამი სპორტსმენით არის დაკომპლექტებული: ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი, გუნდურ შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

არანაკლებ წარმატებული იყო ინდივიდუალური შეჯიბრიც. ტურნირის მიმდინარეობაზე და შედეგებზე სასაუბროდ "პოპსპორტი" საქართველოს პარაფარიკაობის ნაკრების წევრს, ნინა თიბილაშვილს გაესაუბრა. ნინას კანადურ შთაბეჭდილებებს მონოლოგის რეჟიმში გთავაზობთ...

ნინა თიბილაშვილი (1 ბრინჯაო, 1 ვერცხლი)

"პარაფარიკაობაში მსოფლიო თასზე სამმა ქართველმა მივიღეთ მონაწილეობა როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ შეჯიბრში. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. წარმატებები გვქონდა ინდივიდუალურ შეჯიბრშიც: რაპირით ფარიკაობაში მე და ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები ავიღეთ, ხმლით ფარიკაობა კი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა ჩვენთვის - მე ვერცხლის მედალი მოვიპოვე, ხოლო ირმამ - ოქრო. შესაბამისად, საქართველოში 7 მედლით ვბრუნდებით.

ჩვენი 3-კაციანი გუნდისთვის, რომელსაც მწვრთნელი მალხაზ მესხი უდგას სათავეში, ეს დიდი წარმატებაა!

პირადად ჩემთვის ეს შეჯიბრი ყოველმხრივ განსაკუთრებულია. ეს იყო ჩემი პირველი ბრინჯაო რაპირაში და პირველი ვერცხლი ხმლით ფარიკაობაში. გუნდურ შეჯიბრში პირველად ვიასპარეზეთ და ვფიქრობ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში 7 მედლით ვბრუნდებით. ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მწვრთნელს, რომელიც უბრალოდ საუკეთესოა და მაქსიმუმს აკეთებს.

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

პარამოფარიკავეების ტრიუმფი კანადაში

3 წელია, რაც პარაფარიკაობაში ვარ. თავიდან 23-წლამდელებში ვასპარეზობდი და იქ მქონდა წარმატებები, თუმცა ჩემი სურვილი იყო რომ უფროსებშიც წარმატებული ვყოფილიყავი და ლიდერებში დამემკვიდრებინა თავი. ეს შეჯიბრი ნაყოფიერი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც - ემოციების კონტროლი ვისწავლე და უფრო თავდაჯერებული გავხდი. დიდია პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით კი გუნდურ შეჯიბრში, სადაც შენი შეცდომა გუნდის შეცდომაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ვამაყობ ჩემი გუნდით.

მოლოდინი დიდია, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და მხოლოდ უმაღლესი მიზნები გვაქვს დასახული

ფარიკაობა სპორტის ურთულესი სახეობაა. არა მხოლოდ სპორტული მონაცემებია საჭირო, არამედ ემოციების კონტროლი და ინტელექტი. ირმა ხეცურიანი მსოფლიოში პირველი ნომერია ხმლით ფარიკაობაში და მას უამრავი ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონი. ამიტომ, მის მიერ ოქროს მედლის მოპოვება ჩემთვის არ იყო გასაკვირი. ის ჩემთვის სააუკეთესო მაგალითია და ჩემს წარმატებებშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის.

მსოფლიო თასის შემდეგი ეტაპი პოლონეთში გაიმართება და იქაც ამ შემადგენლობით გავემგზავრებით. შემდეგ, მე 23-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზებ და იქაც მედლებისთვის ვიბრძოლებ. მოლოდინი დიდია, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და მხოლოდ უმაღლესი მიზნები გვაქვს დასახული."

ნინი თიბილაშვილზე და ირმა ხეცურიანზე #პორტრეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა რედაქციამ ერთი თვის წინ მოამზადა... 

 

კომენტარები

ბოლო ამბები