Thumbnail

დიდი 10 - ბათუმი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, ლელო დაგვემშვიდობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბათუმი 30:8 ლელო.
  • აშკარა უპირატესობით მოგებული შეხვედრა.
  • ბათუმის მეტოქე მეოთხედფინალში ჯიქი იქნება.

დიდი ათის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ბათუმმა ლელოს უმასპინძლა და 30:8 მოუგო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13:8 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო ლელო დაუდეს და დიდი ათის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე გორის ჯიქი იქნება.

ბათუმი V ლელო.
ფოტო: FB/DIDI 10

ბათუმელთა მხრიდან ბრწყინვალე გაისარჯა ბახვა კობახიძე, რომელმაც სამი ჯარიმისა და სამი გარდასახვის გატანა შეძლო. დაძაბულ შეხვედრაში მინდვრიდან სამი მოთამაშე გაასინბინეს. ბათუმს შანსი აქვს ჯიქთან რევანში აიღოს. ჯიქის მთავარი მიზანი კი ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაა.


მატჩის ოქმი იხილეთ ბმულზე
დიდი 10 - ჯიქმა ხარებს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

კომენტარები

ბოლო ამბები