Thumbnail
  • კრასნი იარი 26:27 ენისეი.
  • სოსო მათიაშვილის 6 ქულა ენისეის წინააღმდეგ.
  • კაჭარავას და გაჩეჩილაძის მეტოქე ფინალში ჰაიდელბერგი იქნება.

კონტინენტის ფარის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სოსო მათიაშვილის, გიორგი ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის კრასნი იარი დავით კაჭრავასა და მიშო გაჩეჩილაძის ენისეისთან ისევ დამარცხდა - 27:26.

შეხვედრაში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა მიიღო. სამწუხაროდ, დავით კაჭარავამ ეს დაპირისპირება გამოტოვა. ტრავმის გამო, ლაშა მალაღურაძეს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. სოსო მათიაშვილი შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე იყო. მათიაშვილმა 33-ე წუთზე სუნია ლატუს პასი მისცა, რომლის შემდეგაც ლატუმ ლელო დადო. გარდა ამისა, მათიაშვილმა სამი გარდასახვის გატანა მოახერხა. კრასნი იარს პირველი მატჩი 25 ქულის სხვაობით ჰქონდა წაგებული.

 

მატჩის სრული ჩანაწერი

ენისეი კონტინეტის ფარის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანული ჰაიდელბერგი იქნება, რომელმაც რუმინული ტიმიშოარა ორმატჩიან დუელში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ რუმინელებმა ბათუმს მოუგეს და ისე გავიდნენ მომდევნო ეტაპზე.

რუსულმა კლუბმა მომავალ სეზონში ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის საგზურიც გაინაღდა.

კომენტარები

ბოლო ამბები