Thumbnail
  • გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • ესპანელები ფეხბურთელის ინფიცირებას საქართველოს ნაკრებს აბრალებენ

არაგონული El Periodico-ს ინფორმაციით, გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრებიდან სარაგოსაში კოვიდ-ინფიცირებული დაბრუნდა. ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნებისთანავე ახალ კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დადებითია.

საბედნიეროდ, პაპუნაშვილს კოვიდ-19 სიმპტომების გარეშე აქვს და შინ თვითიზოლაციაშია. გამოცემის მტკიცებით, მას სულ მცირე, ხუთი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

El Periodico წერს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინ საქართველოს ნაკრებში ორ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი (კვარაცხელია, შენგელია), პაპუნაშვილის პასუხი კი უარყოფითი იყო. პაპუნაშვილს ამ სეზონში სულ 55 წუთი აქვს ნათამაშები სარაგოსას რიგებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები