Thumbnail
  • უელსი 18:0 საქართველო
  • მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას ეთამაშება

უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში "პარკ ი სკარლეტსზე" საქართველოს ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასის" მეორე ტურის მატჩი გამართა მასპინძელ უელსს და 0:18 დამარცხდა. უელსის ნაკრებმა ბონუს ქულის აღება ვერ შეძლო.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როცა შერკინებაში "ბორჯღალოსნები" დაჯარიმდნენ და კალუმ შიდიმ საჯარიმო დარტყმით უელსი 3:0 დააწინაურა. უელსელთა პირველი ლელო ხანგრძლივ შეტევას მოჰყვა, მარცხენა კიდეზე ლუის რის-ზემიტმა გაიტანა, ხოლო შიდიმ გარდასახა - 10:0. 

37-ე წუთზე კოტე მიქაუტაძე დაშავდა და ის შესაცვლელი გახდა, მოედანზე მის ნაცვლად ჯაიანი შევიდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ქულების მოპოვების ბრწყინვალე შანსი გაანიავა - თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ააცილა.

52-ე წუთზე მორიგი ჯარიმის შემდეგ, შიდიმ კარში დარტყმა გადაწყვიტა და იოლი პოზიციიდან ეს განახორციელა - 13:0. 56-ე წუთზე საღინაძე ტიპურიკთან უხეშობისთვის 10 წუთით გააძევეს. საბედნიეროდ, უელსელებმა ეს რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. 76-ე წუთზე რის-ზემიტის პასით ლელო შეცვლაზე შესულმა რის ვებმა გაიტანა, შიდიმ ამჯერად, ვერ გარდასახა.

მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინს ესტუმრება, სადაც ირლანდიის ნაკრებს შეხვდება. ირლანდიელებმა 8 ერი მოგებითა (32:9 უელსთან) და წაგებით (7:18 ინგლისთან) დაიწყეს. 

უელსი 18:0 საქართველო

უელსი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ჯონი მაკნიკოლი, 13. ნიკ ტომპკინსი, 12. ჯონი უილიამსი, 11. ლუის რის-ზემიტი, 10. კალუმ შიდი, 9. ქირან ჰარდი, 1. უინ ჯონსი, 2. ელიოტ დი, 3. სამსონ ლი, 4. ჯეიკ ბოლი, 5. სებ დევისი, 6. ჯეიმს ბოთემი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. აარონ უეინრაითი.
სათადარიგოები: 16. სემ პერი, 17. ნიკი სმიტი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. ქორი ჰილი, 20. ჯეიმს დევისი, 21. რის ვები, 22. იოან ლოიდი, 23. იონაჰ ჰოლმსი. 

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე, 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები