Thumbnail
  • 📅 22 ნოემბერი | ⌚ 23:10 | ⚽ ლივერპული V ლესტერი
  • სანაკრებო პაუზამ ლივერპული ძალიან დააზარალა

22 ნოემბერს ტურის ცენტრალურ მატჩში ლივერპული ლესტერს მასპინძლობს, ბრენდან როჯერსის გუნდი იურგენ კლოპისას ქულით უსწრებს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლივერპული
  • ფრე
  • ლესტერი

სანაკრებო პაუზა ძალიან ძვირი დაუჯდა ლივერპულს. ახლა ლივერპულს კიდევ ერთი მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი დააკლდა, რომელიც ტრავმის გამო მერსისაიდულ კლუბს ერთ თვეს ვერ დაეხმარება. ჯო გომესი ახალ წლამდე ვერ ითამაშებს, ლესტერთან არც ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც შუა კვირაში ინგლისის ნაკრებსაც დააკლდა. ეგვიპტელი ლიდერი მო სალაჰი კი მატჩს კორონავირუსის გამო გამოტოვებს. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში დაშავდა რის უილიამსიც. საეჭვოა ფაბინიოს, ოქსლეიდ-ჩემბერლენისა და ტიაგო ალკანტარას თამაშიც. სეზონს ტოვებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვირჯილ ვან დეიკი.

იურგენ კლოპი შეტევაში რობერტო ფირმინოს იმედაა, რომელიც აშკარად არაა ფორმაში, მას დიოგო ჟოტა და სადიო მანე შეუწყვილდებიან. 

საპირისპირო სიტუაციაა ლესტერში, რომელსაც ვესლი ფოფანა და ტიმოტი კასტანიე გამოუჯანმრთელდნენ. რიკარდო პერეირაც მზადაა თამაშისთვის, მაგრამ მას ჯერ სარეზერვო გუნდში ათამაშებენ. თამაშის შანსი აქვს ჯეიმს მედისონსაც.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულმა პრემიერლიგის ბოლო 30 საშინაო მატჩიდან 29 მოიგო.

⚽ ამ მატჩებიდან 28-ში ლივერპულმა, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

⚽ პრემიერლიგის ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ლესტერმა პრემიერლიგაში ბოლო 4 საგარეო მატჩი მოიგო.

⚽ ამ ორი გუნდის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 ლივერპულმა მოიგო.

⚽ ამ მატჩებიდან 5-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ლესტერის ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ლივერპულისა და ლესტერის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ლივერპულმა, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ნ. უილიამსი, ფილიპსი, მატიპი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ფაბინიო, მილნერი - ჟოტა, ფირმინო, მანე

ლესტერი (3-4-2-1): შმეიხელი - ფოფანა, ევანსი, ფუხსი - კასტანიე, ტიელემანსი, მენდი, ჯასტინი - მედისონი, ბარნსი - ვარდი

კომენტარები

ბოლო ამბები