Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსს ებრძვის და რუბინს ჯერ ვერ ეხმარება
  • ლეონიდ სლუცკიმ გუნდის კოვიდინფიცირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა
  • 19 წლის ქართველი ნახევარმცველი თავს უკვე კარგად გრძნობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსის ინფექციასთან ბროლას აგრძელებს და ჯერჯერობით ვერ ახერხებს თავის კლუბში - ყაზანის რუბინში დაბრუნებას.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნაპოლი
  • ფრე
  • მილანი

19 წლის ქართველი ნახევარმცველის შესახებ, რომელსაც COVID 19 ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოუვლინდა და ამის გამო გუნდს ნოემბრის მნიშვნელოვან მატჩებში ვერ დაეხმარა, რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა.

რუბინის მწვრთნელს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

ცნობისთვის, კვარაცხელია რუბინის ერთადერთი ლეგიონერი არაა, ვისაც COVID 19 ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოუვლინდა. იგივე მოხდა სამხრეთკორეელი ხვან იმ ბომისა და შვედი კარლ სტარფელტის შემთხვევაშიც.

"იმ ბომს პრაქტიკულად მინიმალური სიმპტომები აქვს, კვარაცხელიას მდგომარეობა კი ცოტა უფრო რთულად იყო - რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა ტემპერატურა. ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს და მათ დაავადების ნიშნები აღარ აქვთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ყველა აუცილებელი პროცედურის დაცვაა", - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში

სამწუხაროდ, ხვიჩა საქართველოს ნაკრებს მაკედონიასთან ფინალში ვეღარ დაეხმარა

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლითა და საგოლე პასით, ასევე მოპოვებული 3 პენალტით გამოირჩა. ყაზანის რუბინი, რომელიც 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში, 22 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე როსტოვს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები