Thumbnail

ტოჩინოშინმა კაისეის მოუგო - დადებითი ბალანსი განაღდებულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ კაისეი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა
  • ტოჩინოშინის ბალანსი მიმდინარე ბაშოზე - 8 მოგება და 6 მარცხი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის დასკვნითი სუპერტურნირი სუმოში გრძელდება - ქართველმა ტოჩინოშინმა უკვე მერვედ მოიგო. ლევან გორგაძემ ამჯერად კაისეის დამარცხება მოახერხა და დადებითი ბალანსი გაინაღდა.

დღეს, ნოემბრის ბაშოზე მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ტოჩინოშინმა მეტოქეს უპირატესობა თავიდანვე არ დაუთმო. ლევანმა კაისეი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოკიოს ბაშოს ბოლო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. სასიხარულოა, რომ ტრავმების მიუხედავად, ლევანმა დადებითი ბალანსის განაღდება მაინც მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები